Monday, May 9, 2011


გახსოვთ პატარაობაში როგორი სულელები და უსუსურები ვიყავით ? გავიხსენოთ ფრაზები, რომლებიც ჩვენი ბავშვობის ნაწილია.

-შვილო მომისმინე !
-შენი შვილი ტყეში დარბის !

-გადაგაფრენ ამერიკაში !

-მამაჩემი მამაშენზე ძლიერია !

-თუ არ გჯერა დედაჩემს კითხე !

-მე შენი დაქალი აღარ ვარ.

-გაგებუტე!
-აი დარდი.
-ჩემს დაბადების დღეზე აღარ დაგპატიჟებ !
-მერე რა მე უკეთესს გადავიხდი !

-აი მე რა მაქვს !

ეზოდან : დედაააა, დეეე, დედიკო, დეეე გამოიხედე, დედაააა (მერე მეგობრებიც გეხმარებაინდა ყველას დედა გადმოიხედავს დედაშენის გარდა)
მას შემდეგ რაც მეზობლები მიგაწყევლიან, ზოგი გადმოგძახებს, რომ ახვიდე და ისე უთხრა ან დაურეკო, გამოიხედავს დედაშენი. ''რა გინდა შვილო ? '' ''დე 2 წუთი გავალ და მოვალ'' :D

თუ ბაღში ცეკვის დროს ვინმესთან წყვილში იყავი, მაშინ ის ბიჭი აუცილებლად შენი შეყვარებული იყო და ბავშვებში ჩურჩული ატყდებოდა : ''დღეს ნიკუშამ ნინის ქინდერი მოუტანა''

რიგები და დიდი ჩხუბი საქანელაზე !

სკოლის პერიოდი : 1-4 კლასი
დროზეეე ზარი 2 წუთში ირეკება და დავიგვიანებთ და გამწარებულები მივრბივართ კლასისაკენ :) დღესაც ასე ვართ ხო ? :)))
-
-მე რო გავიზრდები მდიდარი ვიქნები და არცერთ კაბას არ გიყიდი !
-რაში მჭირდება შენი კაბა მე მილიონერს მივყვები ცოლად !

როდესაც დედაშენს ემშვიდობები : ''კაი დე, ხო კაი დედა გავიგე, ვიცი დედიკო, კარგი დედა, ეგ ხომ უკვე მითხარი დეე, ფრთხილად ვიქნები დედა! ''

No comments:

Post a Comment