Monday, May 9, 2011

''რომ გავიზრდები... ! ''


არასოდეს გიფიქრიათ ბავშვობაში იმაზე თუ როგორი ცხოვრება გინდოდათ გქონოდათ ?
იდეა: გავაკეთოთ ბლოკნოტი სახელწოდებით ''რომ გავიზრდები'' და ჩავწეროთ ჩვენი ოცნებები და მიზნები

''რომ გავიზრდები შევხვდები პრინცს, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული მოვა ჩემთან და თავის სასახლეში წამიყვანს''

ალბათ ამას ფიქრობდა ყოველი თქვენგანი, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ ახლანდელი ბავშვებიც ამავეს ფიქრობენ?

რამდენიმე დღის წინ დავინტერესდი ამით და რამოდენიმე ბავშვს,
რომელთა ასაკიც 4-6 წელი გახლდათ დავუსვი კითხვა: რაზე ოცნებობ ? პასუხად ველოდი პიტერ პენის ნახვას,
პრინცთან შეხვედრას ან მოჯადოებული ბაყაყის პოვნას და ყველასგან იცით რა მივიღე პასუხად?
''დიდი აუზიანი სახლი, მდიდარი ქმარი, ბევრი ფეხსაცმელი და წითელი ''უჭერო'' მანქანა. <-აქ კაბრიოლეტზეა საუბარი :)

და ეს ყველაფერი იცით რისი შედეგია?
ახლანდელი ბავშვები ფიფქიასა და კონკიას ნაცვლად უყურებენ: ''ველურ კატას'', ''ქალბატონს'' და ათასგვარ უცხოურ სერიალს

თქვენი არ ვიცი მაგრამ არასოდეს მიოცნებია მდიდარ ქმარსა და ''უჭერო მანქანაზე''!


რამოდენიმე წლის წინ გამიჩნდა სურვილი ამეღო ბლოკნოტი, დამერქვა მისთვის ''რომ გავიზრდები'' და შიგნით ჩემი ოცნებები ჩამეწერა. ახლა ეს ბლოკნოტი ეზოს მიწაშია ჩაფლული და იქ დარჩება კიდევ მინიმუმ 10 წელი.. შემდეგ კი მის ამოღებას და წაკითვას ვაპირებ. ალბათ მხოლოდ მაშინ მივხვდები მივაღწიე თუ არა იმას, რაც მსურდა!

არ გაქვთ სურვილი მსგავსი რამ გააკეთოთ ? ამ ბლოკნოტში აღწერილი მაქვს ჩემი საოცნებო : ქორწილი, ქმარი, ოჯახი, სამსახური და ა.შ.

დამიჯერეთ ნამდვილად გესიამოვნებათ როდესაც მრავალი წლის შემდეგ მიწიდან ყუთს ამოიღებთ , მასში გაცვეთილი, ყვითელ ფურცლებიანი ბლოკნოტი იდება და შიგნით შენახული იქნება შენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილის - ბავშვობის ოცნებები !

1 comment: