Monday, May 9, 2011

მოდაშია გყავდეს შეყვარებული


ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ჩემი ნაცნობებისგან, რომლებსაც უთქვამთ, რომ მას შემდეგ რაც ბიჭმა სიყვარული აუხსნათ მათი პირველი ფიქრი იყო : ''Facebook-ზე relationship status-ს შევცლი !''

დასკვნა : დღეს თინეიჯერებში მოდაშია გყავდეს შეყვარებული !

გავიხსენოთ ბავშვობის წლები. ყველას ჰქონდა მეგობრობის დღიურში კითხვა : ''შეყვარებული გყავს ?'', რაზეც ყველა პასუხობდა : ''არა'', მაგრამ ამ პასუხის არასოდეს არავის სჯეროდა, რადგან მაშინ შეყვარებულს ვეძახდით იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვიყვარდა და არ იყო აუცილებელი იმ ადამიანს შენც ყვარებოდი.
სანამ წერას ვისწავლიდით ბაღშიც გვყავდა ''შეყვარებული'', რომელსაც ყოველ დილით მოჰქონდა ჩვენთვის თოიბოქსი ან ქინდერი.

ნელ-ნელა გავიზარდეთ და მივხვდით, რომ სიყვარული არ არის ის რაც გვეგონა. მაგრამ არც ისაა, რადაც მას დღევანდელი, ჩვენი ქვეყნის თინეიჯერობა მიიჩნევს.

ჩემი აზრით, ადამიანს ცხოვრებაში უყვარს ერთადერთხელ, და თუ ეს ნამდვილი სიყვარულია ეს სამუდამოს გრძელდება. არ ხდება ნამდვილი სიყვარულის დავიწყება, ან მისი ახალით შეცვლა !

მე ვიცნობ წყილებს, რომლებსაც ერთმანეთი პირველივე კლასიდან უყვართ, და დღეს შვილიშვილების გარემოცვაში ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბევრად მეტს ვიცნობ, ისეთს, რომლებმაც თინეიჯერული გატაცება სერიოზულად მიიღეს და დღეს მათი ოჯახი დანგრევის პირასაა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გყავდეს შეყვარებული. უბრალოდ მისი არ ყოლა არ არის ტრაგედია ! და თუ გყავთ მასთან დაშორება და კომპლიქტები არ უნდა იყოს თქვენი დეპრესიის მიზეზი ! თინეიჯერთა უმრალესობას მოგვიანებით სრულიად ეცვლება გემოვნება და უკვირთ თუ როორ მოსწონდათ ბიჭი, რომელიც იმ დროისთვის საზიზღრობად მიაჩნიათ !


ნუ გეყოლებათ შეყვარებიული, მხოლოდ იმიტომ რომ FACEBOOK-ზე relationship status-ს შეცვალოთ და იმიტომ რომ ეს მოდაშია !

No comments:

Post a Comment