Monday, May 9, 2011

მე მენატრება



მე მენატრება ის დრო, როდესაც

შაბათ-კვირას დილას 8 საათზე, იმისთვის ვდგებოდი, რომ ''ბავშვები 402 ოთახდიან''''რობოტა და რობოტუნები'' ან ''წილიპუსიკები'' მენახა

განსაკუთრებით კი მენატრება ფრაზა (ო დილი დუ, გამარჯობაა ნეენ)

მჯეროდა, რომ შორს ლაპლანდიაში ცხოვრობდა სანტა კლაუსი და თუ კარგად მოვიქცეოდი ხალ წელს საჩუქარს მივიღებდი !

დილით ტანსაცმელს დედა მიმზადებდა და არ მაწუხებდა კითხვა - ''რა ჩავიცვა?''

გაკვეთილს სკოლაში ''კითხვით'' მაძლევდნენ

დასჯა ჩემთვის კუთხეში დადგომით, და არა ინტერნეტის გათიშვით ხდებოდა

ყველა ყველაფერს მითმობდა

მშობლებს სახლში ვემალებოდი

ოთახში მარტო დარჩენის მეშინოდა

მჯეროდა, რომ ღამით ჩემს ოთახში ძინძილინი და პიტერ პენი შემოფრინდებოდნენ

მეშინოდა წითელი ვაშლის ჭამა, რადგან მოწამლული მეგონა

სკოლაში მიხაროდა ვარსკვლავის, გულის და არა ხუთიანის და მოგვიანებით ათიანის მიღება

ჯადოსნურ ჯოხზე ვოცნებობდი

ვირთხა დიდი თაგვი, ზვიგენი - ზღვიგენი, ხოლო თუთიყუში თუთიყურში მეგონა

კომპიუტერთან მხოლოდ PAINT-ის გამოსაყენებლად ვჯდებოდი

დაბადების დღეებზე ბაო-ბაბში, ჯუმპაოში, ალადინში და პეპიში დავდიოდი

სიტყვა ''დებილის'' გაგონებაზე თვალები მიდიდდებოდა, პირზე ხელს ვიფარებდი და ამ სიტყვის წარმომთქმელი მსოფლიოში ყველაზე უზრდელი ადამიანი მეგონა

მაგდონალდსში მხოლოდ სათამაშოს გულისთვის დავდიოდი

ვთამაშობდი : წრეში ბურთს, გაშეშობანას, ჩაკუზობანას, დაჭერობანას, ორდროშობანას...

No comments:

Post a Comment